კლუბის წესდება

 სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის პ.იაშვილის სახეობის არგვეთის საჯარო სკოლიასთან არსებული ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის " კლუბის წესდება


თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
        წინამდებარე დებულება  განსაზღვრავს სასკოლო კლუბ ,,კულტურულიმემკვიდრეობის დაცვის კლუბის მუშაობის ძირითად პრინციპებსსაქმიანობის მიმართულებებსკლუბის ლიდერისწევრებისუფლება-მოვალეობებსასევე   კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.
მუხლი 2.  სამოქალაქო კლუბის მიზნები და ამოცანები

1.     ახალგაზრდებისროგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება და კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;
2.     ახალგაზრდებში მატერიალური და არამატერიალური კულტურულიმემკვიდრეობისადმი ცნობადობის გაზრდა.  
3.     ახალგაზრდების გააქტიურება და მათი მონაწილეობა  კულტურული მემკვიდრეობის დაცვით საქმიანობაშ
4, სასკოლო საზოგადოებისა და თემის განვითარების ხელშეწყობა;
5.     მოზარდებში  კულტურული მემკვიდრეობისადმი ცნობადობის გაზრდა  პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა;
6.     მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება;
7.      განათლების და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა
8. თემში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და გაფრთხილება
მუხლი 3 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კლუბის  ფუნქციები:
  აქვს საკონსულტაციო ფუნქცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა:

·           სკოლის სხვადასხვა შიდა და 
·          მოსწავლეების ინტერესების დაცვა სკოლის ადმინისტრაციასთან;
·           სხვადასხვა სასკოლო და სკოლისგარეშე  სათემო აქტივობების ინიცირება და განხორციელება;
·          კლუბის თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან
·         
·           
1.     2.       კლუბის  მოვალეობაა:
განსჯა;
რჩევა;
განხილვა
პასუხისმგებლობის აღება
ე)ვიდეორგოლების მომზადება
ვ)გამოფენის მოწყობა
ზ) თემისთვის დამახასიათებელი  კულინარიული რეცეპტების მოძიება და ჩაწერა.
ე) თემში არსებული ტაძრების დასუფთავება,საინფორმაციო ფლაიერების დამზადება 


მუხლი 4.   კლუბის საქმიანობის  პრინციპები
      ეფუძნება შემდეგ პრინციპებსკანონიერებასჰუმანიზმსკეთილსინდისიერებასსოციალურ სამართლიანობასდამოუკიდებლობას,  კოლეგიალურობას.
 კლუბი იმუშავებს 4 ძირითადი მიმართულებით:
1.ხელნაწერები, ანბანი და კალიგრაფია ჯგუფი
2. ადგილობრივი კულინრიული რეცეპტების მოძიება და გადარჩენა 
3. მარანი  და წისქვილი როგორც ეთნოსი
4. ზრუნვა თემში არსებულ ეკლესიებზე
     თითოეულ ჯგუფი კლუბის წევრებთან კონსულტაციების საფუძველზე შეადგენს სამოქმედო გეგმას და განახორციელებს რიგ აქტივობებს.

მუხლი 5.   კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კლუბის წევრი 
   შეიძლება გახდეს მოსწავლერომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილსიზიარებს კლუბის მიზნებსწარმოადგენს საკუთარ ხედვებს და წინადადებებს კლუბის ეფექტური საქმიანობის წარმართვის მიზნით.
წევრობა არის ნებაყოფლობითი და სამოქალაქო კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა რომელიმე ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრი.
კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია შეავასოს და ხელი მოაწეროს სამოქალაქო კლუბის წევრობის ანკეტას.
 კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის  გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს კლუბიდანთუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
წევრთა უფლება-მოვალეობანი
 კლუბის წევრს უფლება აქვს:
)    მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
)  შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამებში და ღონისძიებებში;
მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ლიდერისაგან  და წევრებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ;
)ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს;
სამოქალაქო კლუბის  წევრი მოვალეა:
)  დაიცვას კლუბის დებულება და  მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
)  გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
)  აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო კლუბის  მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.
მუხლი 6.  კლუბის ლიდერი
კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას;
კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე;
კლუბის ლიდერი:
წარმართავს კლუბის საქმიანობას;
ხელმძღვანელობს და უძღვება სამუშაო შეხვედრებს;
წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
კლუბის წევრებთან  და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად წყვეტს  კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს;
კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან სამუშაო გეგმას;
ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებსწინადადებებს და ანგარიშებს;
კლუბის წევრებთან ერთად განსაზღრავს ღონისძიებების დეტალურ გეგმას და საჭიროებებს
უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანიებისდებატების ორგანიზებისსხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და სათემო პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული აქტივობებისსპეციალური სტუმრების მიწვევისტრენინგებისსემინარებისსადისკუსიო კლუბის შეხვედრების,  ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვას და განხორციელებას;
თითოეული ღონისძიების დასრულების შემდეგ ამზადებს ანგარიშს;
)  ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების შემთხვვში
თავი II
დებულება ზოგადი ეთიკის შესახებ
მოცემული დებულება არეგულირებს  ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კლუბის  სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება ყველა წევრზე.
1.     კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელსუფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზეთავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მასმოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.
2.     კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დებულებასადათსა და დადგენილ ნორმებსპატიოსნად და ნაყოფიერად ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებსამართლებდეს მინიჭებულ ნდობას.
3.     კლუბის ყველა წევრი და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და  გამოიყენოს კლუბის სახელიკლუბის პროგრამებიპროექტებიგანხორციელებული საქმიანობების ანგარიშებიმათგან გამომავალი დასკვნები და მიგნებებილიტერატურასაქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო მეთოდოლოგიასაქმიანობისას მიღებული ინფორმაციაგანხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები და ყველაფერირისი შემუშავებაც მოხდა კლუბშიწარმოადგენს კლუბის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას.
4.     სამოქალაქო კლუბის სახელის ბოროტად გამოყენებასამუშაო პროცესში მიღებული შიდა ინფორმაციით მანიპულირება (მისი არადროული გადაცემადაფარვასაჯაროდ გავრცელებაპირადი მოგების მიზნით განიხილება უხეშ დარღვევად.
 კლუბის სამუშაო პერიოდი
)  კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხევა სკოლის სასწავლო სემესტრს;
)  კლუბი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.



No comments:

Post a Comment